პომიდორი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში ჰიბრიდი

პომიდორი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში ჰიბრიდი, აგროპოსტი, Agropost

პომიდორი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში/ჰიბრიდი – პომიდორი და მისი სხვადასხვა სახეობები წარმოიშვა მექსიკის და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ  რაიონებში. არსებობს პომიდორის ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯიში-ჰიბრიდი.

ზრდის თავისებურებების საფუძველზე პომიდვრის სახეობები იყოფა ორ ჯგუფად – დეტერმინატული და არა დეტერმინატული

  • დეტერმინატული პომიდვრების ყლორტების ზრდა მთავრდება ყვავილების ბუტონით. მცენარეეები, როგორც წესი, უფრო კომპაქტურები არიან (დაახლოებით 2 მეტრამდე სიმაღლის). ამ ჯგუფის წარმომადგენელი სახეობები ადრეულ ვადებში, ჩვეულებრივ, იძლევიან ნაკლები რაოდენობის ნაყოფს. დეტერმინატული ჯგუფის პომიდვრები ძირითადად იწარმოება ღია გრუნტში და არ საჭიროებს საყრდენ სისტემას.
  • არადეტერმინატული პომიდვრის სახეობებს ახასიათებს განგრძობადი ზრდა, ანუ შეუზღუდავი ზრდა და შესაბამისად, განსაკუთრებით კონტროლირებად გარემოში (დაცული გრუნტი-სათბური) იზრდება მრავალი მეტრის სიგრძეზე. ამ სახეობებისგან წარმოებული პროდუქცია მოიხმარება ნედლი სახით და მათი წარმოება უფრო ხელსაყრელია დაცული გრუნტის პირობებში, რადგან ისინი აგრძელებენ მსხმოიარობას მრავალი თვის მანძილზე მანამ, სანამ მათი ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობებია.
  • არადეტერმინატული სახეობებისათვის საჭიროა შესაბამისი საყრდენი სისტემები, რათა მცენარეები არ ჩაწვეს. როგორც ღია, ასევე დახურული გრუნტის არადეტერმინატული სახეობების წარმოებისას საჭიროა ზრუნვა მათ გასასხლავად, რაც უზრუნველყოფს კარგ ჰაერაციას და სინათლის ოპტიმალურ განაწილებას.

პომიდვრის სახეობები კლასიფიცირდება ასევე ნაყოფის ფორმების მიხედვით:

  • სასუფრე სახეობები მომრგვალო ფორმისაა და მათი წონა მერყეობს 50-დან რამდენიმე ასეულ გრამამდე. ამერიკაში წარმოებული ყველაზე დიდი სასუფრე პომიდვრის წონა თითქმის 3.5 კგ-ა. სასუფრე პომიდვრების სახეობები იწარმოება უშუალოდ ნედლი სახით მოხმარების ან წვენების დამზადების მიზნით. მშრალი ნივთიერებების ნაკლები შემცველობის გამო მათი წარმოება არ არის ხელსაყრელი გადამუშავების მიზნით.
  • გადამუშავებისათვის განსაზღვრულ სახეობებს აქვთ მოგრძო ოვალური ფორმა და მშრალი ნივთიერებების მაღალი შემცველობა, რაც მოსახერხებელს ხდის მათ წარმოებას გადამუშავებისა და ტომატ-პასტის დამზადების, გამოშრობისა და დიდ მანძილებზე ტრანსპორტირების მიზნით. 
  • პომიდორი ჩერის სახეობები იწარმოება უშუალოდ ნედლი სახით რეალიზაციის მიზნით.

ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით პომიდორის ჯიშები და ჰიბრიდები შესაძლებელია დაიყოს: საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშებად. საადრეო ჯიშების სავეგეტაციო დღეების ხანგრძლივობაა დათესვიდან პირველი ნაყოფების მომწიფებამდე 80-110 დღე, საშუალოსი 110-130 დღე, საგვიანოების  130-150 დღე.

პომიდვრის სახეობები ფერის მიხედვითაც იწარმოება. ძირითადად არსებობს წითელი, ყვითელი, მეწამული ვარდისფერი, შავი და სხვა ფერის პომიდვრები.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია პომიდორის რამდენიმე გავრცელებული ჯიშის და ჰიბრიდის ზოგადი აღწერილობა.

ვარდისფერი ჭოპორტულა. საგვიანო ჯიშია, გამოირჩევა კარგი გემური თვისებებით, ვეგეტაცია გრძელდება 110-120 დღე.

გრიფონი F1. ვარდისფერი პომიდორის ჰიბრიდია. აქვს დიდი, (200-250 გრ) ძლიერ მომრგვალო ერთგვაროვანი ნაყოფები, რომელთაც არ ახასიათებთ მწვანე ლაქები ყუნწის გარშემო.

ტროპიკალი F1. სადესერტო პომიდორი-ჩერის ჰიბრიდია. აქვს კაშკაშა წითელი ფერის მქონე მომრგვალო ნაყოფები (მასით 120-30 გრ.) რომელტაც ახასიათებთ ერთდროულად დამწიფება. შესაძლებელია მისი წარმოება პოლიეთილენით გადახურულ სათბურებში საგაზაფხულო-საზაფხულო ბრუნვებში, ხოლო მინის სათბურებში მისი წარმოება შესაძლებელია ზამთრის ბრუნვაში. იგი მედეგია ვერტიცელიოზის, თამბაქოს მოზაიკის ვირუსის, ფუზარიოზის 0.1, ნემატოდის და კლადოსპორიოზის მიმართ. ასევე აქვს მაღალი გამძლეობის უნარი არახელსაყრელი პირობებისადმი

ლენორი F1. პომიდორის საშუალოდ საგვიანო ჰიბრიდია, იგი განსაზღვრულია ღია გრუნტში წარმოებისათვის. აქვს ერთგვაროვანი სქელი ნაყოფები მასით 150-190 გრ. ნაყოფებს არ ახასიათებთ მწვანე ლაქები ყუნწის გარშემო.

ტარპანი F1. ვარდისფერი პომიდორის ჰიბრიდია ადრეული მომწიფების უნარით. აქვს კომპაქტური ბუჩქი და ერთგვაროვანი ნაყოფები წონით 150-200 გრ. განსაზღვრულია ღია გრუნტსა და დაბალ სათბურებში მოსაყვანად.

შედი-ლედი. კარგი გემური თვისებების მქონე სასუფრე ჰიბრიდი. ვეგეტაციის ხანგრძლივობა: 98-108 დღე.

მირსინი F1. საადრეო სასუფრე ჰიბრიდი. ვეგეტაციის ხანგრძლივობა: 90-110 დღე.

ბობკატი F1. საადრეო სასუფრე ჰიბრიდი. ვეგეტაციის ხანგრძლივობა 95-100 დღე.

ვოლვერინი F1. საადრეო სასუფრე ჰიბრიდი. ვეგეტაციის ხანგრძლივობა 95-100 დღე.

სომა F1. პომიდორი-ჩერის სახეობაა და განკუთვნილია მთლიანი ნაყოფის დაკონსერვებისათვის. საადრეო ჰიბრიდია, აქვს ერთგვაროვანი, მომრგვალო ნაყოფები.

მცენარე გამძლეა ვერტიცელიოზური ჭკნობის, ფუზარიოზის 0.1, ბაქტერიული ლაქიანობის, თამბაქოს მოზაიკის ვირუსის და ნემატოდების მიმართ.

Summary
პომიდორი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში ჰიბრიდი, აგროპოსტი, Agropost
Article Name
პომიდორი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში ჰიბრიდი, აგროპოსტი, Agropost
Description
პომიდორი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში ჰიბრიდი, პომიდორი და მისი სხვადასხვა სახეობები წარმოიშვა მექსიკის და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ რაიონებში. არსებობს პომიდორის ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯიში-ჰიბრიდი ...
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …