პომიდორი და მისი დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი

პომიდორი და მისი დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი, აგროპოსტი, Agropost

პომიდორი და მისი დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი – პომიდორი საქართველოში  ფართოდ გავრცელებული ბოსტნულია.

პომიდორი შეიცავს ნახშირწყლებს, შაქრებს, არომატულ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ორგანულ მჟავებსა (ვაშლისა და ლიმონის  მჟავა) და მინერალური მარილებს. მისი ნაყოფი შეიცავს 85-96% წყალს, 3,5-10,5 მშრალ ნივთიერებას, რომელთა შორის არის ცილები 0,75-0,95%, ნახშირწყლები 1,7-6,4%, C ვიტამინი 15-40 მგ% და კალიუმი 316 მგ%.  

პომიდორი საქართველოში ყველგან მოყავთ. კულტურა გვხვდება  მთებშიც, ზღვის დონიდან  1700 მეტრ სიმაღლეზეც.

დღეს პომიდორი ბოსტნეულ კულტურებს შორის ლიდერია და წამყვანი ადგილი უკავია. პომიდორი მისი წარმოშობის ადგილებში მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარეა. მას უნარი აქვს განივითაროს ყლორტი ყოველი ფოთლის იღლიიდან. ყოველი ყლორტი ინვითარებს რამდენიმე ფოთოლს და ზრდის  წერტილის წვერში გამოაქვს საყვავილე მტევნის კუკური. საყვავილე მტევნიანი ყლორტი მოზრდილი ნაყოფების სიმძიმის გამო მიწაზე ვარდება, სველ მიწასთან შეხების ადგილებთან ის იძლევა დამატებით ფესვებს და სწრაფად ფესვიანდება. ყლორტის უფრო ხნიერი ნაწილი დრთა განმავლობაში კვდება და შემდეგ ერთი მცენარის ნაცვლად მიიღება რამდენიმე დამოუკიდებელი მცენარე. ასე მრავლდება პომიდორი ვეგეტატიური გზით ტროპიკებში ხოლო საქართველოში კი მისი წარმოება ხდება ერთწლიანი კულტურის სახით.

თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურა. პომიდორის თესლის გაღივება იწყება 10-12°C–დან. ოპტიმალური ტემპერატურა კი თესლის გაღივებისათვის არის 20-25°C. 

სინათლისადმი დამოკიდებულება. პომიდორი სინათლისადმი ძალიან დიდ მოთხოვნილებას აყენებს. დაჩრდილულ, ცუდად განათებულ ადგილებში ის უხარისხო და მცირე რაოდენობის მოსავალს იძლევა. განსაკუთრებით სჭირდება სინათლე ჩითილის გამოზრდის პერიოდში. ამ დროს უმნიშვნელო დაჩრდილვასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მცენარეების აწოწვა, ღერო – ფოთლის  ეთიოლირება და მსხმოიარობაში დაგვიანებით შესვლა.

პომიდორისათვის საჭიროა 4000 ლუქსი (ლუქსი განათების ერთეულია-ერთი ფიზიკური სინათლე  1 მეტრის მანძილზე

ზრდა განვითარებისათვის საჭირო ტემპერატურა. პამიდორი სითბოს მოყვარული მცენარეა. მისი ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 20-25°C. ღია გრუნტში პამიდორი კარგად ვითარდება  18-20°C-ის პირობებში.

ღამის აციება 5-6°C-მდე თუ დღისით სითბოა, არსებითად არ აფერხებს მცენარის ზრდას. ადრეული ჯიშები უძლებენ ხანმოკლე ღამის აციებას 3-40. წაყინვებს პამიდორი ვერ უძლებს და ნულ გრადუსზე იღუპება.

დახურულ გრუნტში 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე ყვავილის მტვერი სტერილური ხდება და მსხმოიარობა ძალზე ქვეითდება. საადრეო ჯიშების ვეგეტაციის პერიოდი 80-110 დღეა, საშუალო საადრეო ჯიშების 110-130 დღე, საგვიანო ჯიშების – 130-150 დღე. 

მიუხედავად იმისა, რომ პომიდორი გვალვაგამძლე მცენარეა. თუმცა ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ნიადაგში კულტურისათვის ოპტიმალური ტენიანობის მაჩვენებლების შენარჩუნება რაც პომიდორისათვის შეადგენს 70-75%-ს.

ნიადაგი და სასუქი. პომიდორი ნიადაგის ნაყოფიერებისადმი სხვა კულტურებთან შედარებით ნაკლებ მომთხოვნია. მისი მოყვანა სათანადო ღონისძიებების გატარებით ყოველგვარი ტიპის ნიადაგებზე შეიძლება, მაგრამ საადრეო მოსავლის მისაღებად  უფრო კარგია კარგად განოყიერებული, ტენით უზრუნველყოფილი, ქვიშნარი და ქვიშიანი ნიადაგები. ნიადაგის ph 5,5-6,5. საგვიანო მოსავლის მისაღებად პომიდორისათვის საუკეთესოა მსუბუქი თიხნარი ნიადაგები, ღრმა სახნავი ფენით, სტრუქტურული, კარგი წყალგამტარი თვისებითა და ნეშომპალით მდიდარი.

განოყიერება. პომიდორს ნიადაგიდან დიდი რაოდენობით გამოაქვს საკვები ელემენტები.

ნიადაგიდან გამოტანილი ცალკეული ელემენტების მიხედვით პირველი ადგილი უკავია კალიუმს (K), მეორე აზოტს (N). ვეგეტაციის პერიოდში გამოკვებას ატარებენ  3-4 ჯერ, პირველად ჩითილის გადარგვიდან 20 დღის შემდეგ. მეორედ – I გამოკვებიდან 10 დღის შემდეგ. დამატებით საკვებს მესამედ აწვდიან მეორე გამოკვებიდან 12-14 დღის შემდეგ.აზოტის ჭარბი დოზებით მიღებისას მცენარეებს უვითარდებათ ზედმეტი ვეგეტაციური მასა, რაც მოსავლიანობას ამცირებს.

წინამორბედები. კარგი წინამორბედებია გოგრისებრნი და პარკოსანი კულტურები, ძირხვენები, კომბოსტოსებრნი, ხახვი. ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლების შემდეგ, ნაკვეთზე პამიდვრის მოყვანა 3 წელიწადზე ადრე არ შეიძლება. 

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია ის ძირითადი აგროკლიმატური პარამეტრები, რაც სჭირდება ამ კულტურას ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.

პომიდორის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა22±7 °С
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა60-65%
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა70-75%
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია, pH5,5-6,5
გავრცელების არეალი ზღვის დონიდან1700 მეტრამდე (საქართველოს პირობებში)
საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი1800 – 2000 °С
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი-1°С-დან -3°С-მდე
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი29°С
სასურველი წინამორბედი კულტურებისიმინდი, თავთავიანი, ბაღჩეული, პარკოსანი კულტურები – ლობიო, იონჯა, ცერცვი, ხანჭკოლა და სხვ.
არასასურველი წინამორბედი კულტურებიკარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო, პომიდორი.
Summary
პომიდორი და მისი დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი, აგროპოსტი, Agropost
Article Name
პომიდორი და მისი დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი, აგროპოსტი, Agropost
Description
პომიდორი და მისი დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი - პომიდორი საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბოსტნულია. პომიდორი საქართველოში ყველგან მოყავთ. კულტურა გვხვდება მთებშიც, ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზეც. დღეს პომიდორი ბოსტნეულ კულტურებს შორის ლიდერია და წამყვანი ადგილი უკავია. პომიდორი მისი წარმოშობის ადგილებში მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარეა.
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …