კიტრი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში ჰიბრიდი

კიტრი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში ჰიბრიდი, აგროპოსტი, Agropost

კიტრი ერთწლიანი მხვიარა ან მხოხავი მცენარეა. აქვს მსხვილი თესლი.  ჯიშზე დამოკიდებულებით ერთ გრამში 30-40 ცალი თესლია, ხოლო ერთ ნაყოფში 200-600 ცალი (7-20 გრ). თესლი თეთრია, რომელსაც მოყვითალო ელფერი დაკრავს. კიტრის ღივები ნორმალური ტემპერატურის პირობებში 4-5 დღეში ამოდიან.

კიტრის პირდაპირ ღია გრუნტში თესვის ან ჩითილის გადარგვისას იგი მწკრივად ითესება. მწკრივთა შორის მანძილი გრძელბარდანი ჯიშებისათვის 90-100, ხოლო მოკლებარდიანი ჯიშების და ჰიბრიდებისათვის 70-75, სმ-ია. მცენარეებს შორის მანძილი 15-20 სმ-ით განისაზღვრება. მცენარეებს შორის მანძილის შემჭიდროება სამრეწველო დანიშნულების ჰიბრიდებისათვის დასაშვებია 10-12 სმ-მდე. კიტრი შესაძლებელია დაითესოს ბუდობრივადაც, ბუდნებს შორის 70X70 სმ დაშორებით. ბუდნაში რჩება 4 კარგად განვითარებული მცენარე.

თესვის ნორმა მცენარეების ზრდის სიძლიერების და დათესვის სქემის მიხედვით საშუალოდ 4-6 კგ-ია ერთ ჰა-ზე.

კიტრის სახეობები და ჯიშები. ყვავილობის ფორმის მიხედვით არსებობს კიტრის შემდეგი სახეობები:

  • კიტრის ერთბინიანი, ორსქესიანი სახეობები, რომლებიც აწარმოებენ როგორც მდედრობით, ასევე მამრობით ყვავილებს ერთსა და იმავე მცენარეზე;
  • სახეობები, რომლებიც აწარმოებენ მხოლოდ მდედრობით ყვავილებს;
  • ჰიბრიდები, რომლებიც აწარმოებენ ძირითადად მდედრობით ყვავილებს და მამრობითი ყვავილების მცირე რაოდენობას.

ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით კიტრის ჯიშები და ჰიბრიდები შესაძლებელია დაიყოს: ულტრასაადრეო, საადრეო, საშუალოდ საადრეო და საგვიანო ჯიშებად. ულტრა-საადრეო ჯიშების სავეგეტაციო დღეების ხანგრძლივობაა: 40 დღე, საადრეოსი – 45 დღე, საშუალოდ საადრეო კიტრის ჯიშების და ჰიბრიდების ვეგეტაციის ხანგრძლივობა გრძელდება 45-50 დღე, ხოლო საგვიანოების – 50 დღეზე მეტი.

ქვემოთ, წარმოდგენილია კიტრის რამდენიმე გავრცელებული ჰიბრიდის ზოგადი აღწერილობები.

მაგნუმი F1                                                                       

კიტრის გლუვნაყოფიანი პართენოკარპიული ჰიბრიდი მინის და პოლიეთილენით გადახურულ სათბურებში წარმოებისათვის.

უპირატესობები:

  • მაღალპროდუქტიული
  • თანაბარი ზომის ნაყოფები სიგრძით 18-20 სმ-მდე, კარგად უძლებს შენახვას და არ ეკარგება სასაქონლო შესახედაობა ტრანსპორტირების შემდეგ.
  • უძლებს დაბალ ტემპერატურას. ესადაგება საშემოდგომო-საზამთრო და საზამთრო-საგაზაფხულო ბრუნვებში წარმოების პირობებს.
  • მედეგია ნაცრის და კლადოსპორიოზის მიმართ.

ინფინიტი F1

გლუვნაყოფიანი პართენოკარპიული კიტრი საგაზაფხულო-საზაფხულო და საზაფხულო-საშემოდგომო ბრუნვებში წარმოებისათვის მინის და პოლიეთილენით გადახურულ სათბურებში.

უპირატესობები:

  • სასალათე, მაღალი გემური თვისებები.
  • მაღალპროდუქტიულობა.
  • ტრანსპორტაბელურობა.
  • ნაყოფები მწვანეა, ერთგვაროვანი, ცილინდრული ფორმის, სიგრძით 17-18 სმ-მდე.
  • მცენარეს გააჩნია ძლიერი და ბალანსირებული განვითარების უნარი.
  • კარგად უძლებს დაბალ ტემპერატურას, მედეგია ნაცრის, კიტრის მოზაიკის ვირუსის და კიტრის ძარღვების გაყვითლების ვირუსისადმი.

კრისპინა F1

შექმნილია საკონსერვო წარმოებათა მოთხოვნების გათვალისწინებით. იგი არის პართენოკარპიული, განკუთვნილი სხვადასხვა კლიმატური პირობების მქონე ზონებისათვის

უპირატესობები:

  • შედარებით მედეგია ჰაერის სიმშრალისადმი.
  • კარგი სიმძლავრის მცენარე.
  • განკუთვნილია ღია გრუნტში წარმოებისათვის.
  • აქვს მაღალი ხარისხის ნაყოფი და საუკეთესო გემური თვისებები.
  • მაღალი საპიკულე გამოსავლიანობა.
  • კარგად უძლებს ნაცარს და კიტრის მოზაიკის ვირუსს.

აიაკსი F1

განსაზღვრული ღია გრუნტში წარმოებისათვის.

უპირატესობები:

  • მოკრეფის ადრეული ვადები და სტაბილური მაღალმოსავლიანობა.
  • გამძლეა ტემპერატურის ცვლილებებისა და არასაკმარისი ტენიანობისადმი.
  • მწვანე ფერის ერთგვაროვანი ნაყოფები, საუკეთესო გემური თვისებებით.
  • მედეგია ნაცრის და კიტრის მოზაიკის ვირუსის მიმართ.

ბეტინა F1

ნაყოფი მწვანეა, თეთრი დაბოლოების

გარეშე, სიგრძით 10-12 სმ-ის ფარგლებში. აქვს ერთგვაროვანი ფორმა, რბილი გემო და განსაკუთრებული წონა. კარგად იტანს ტრანსპორტირებას. ასევე გამძლეა პერონოსპოროზის, ნაცრის და კლადოსპორიოზის მიმართ.

სატინა F1

პართენოკარპიული ჰიბრიდია, კარგად ეგუება მოვლა-მოყვანის სხვადასხვა ტექნოლოგიებს, ადაპტირებადია ღია გრუნტისათვის დამახასიათებელი სტრესული პირობებისადმი გამძლეა ნაცრის, კიტრის მოზაიკისა და კლადოსპორიოზის მიმართ.

აიაქსი F1

გამძლეა ტემპერატურის ცვლილებებისა და არასაკმარისი ტენიანობისადმი. აქვს  მწვანე ფერის ერთგვაროვანი ნაყოფები, მედეგია ნაცრის და კიტრის მოზაიკის ვირუსის მიმართ.

ჰექტორი F1

ბუჩქოვანი ტიპის სუპერ საადრეო ჰიბრიდია. მცენარეს აქვს მოკლე მუხლთაშორისები და ადაპტირებადია ღია გრუნტისათვის დამახასიათებელი სტრესული პირობებისადმი. აქვს ერთგვაროვანი, მუქი-მწვანე ფერის კარგი სასაქონლო სახის ნაყოფები, სქელი რბილობი და კარგი გემური ხარისხი. იგი გამოიყენება სხვადასხვა სახის კონსერვებისა და მწნილების მოსამზადებლად, კარგად იტანს შემჭიდროებულ თესვას და კარგად უძლებს მექანიზირებულ მოკრეფას.

გამოირჩევა კარგი გამძლეობის უნარით ნაცრის და კიტრის მოზაიკის ვირუსის მიმართ.

Summary
კიტრი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში ჰიბრიდი, აგროპოსტი, Agropost
Article Name
კიტრი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში ჰიბრიდი, აგროპოსტი, Agropost
Description
კიტრი და მისი რამდენიმე გავრცელებული ჯიში ჰიბრიდი, კიტრი ერთწლიანი მხვიარა ან მხოხავი მცენარეა. აქვს მსხვილი თესლი. ჯიშზე დამოკიდებულებით ერთ გრამში 30-40 ცალი თესლია, ხოლო ერთ ნაყოფში 200-600 ცალი ...
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …