კიტრი და მისი ბოტანიკური აღწერილობა

კიტრი და მისი ბოტანიკური აღწერილობა, აგროპოსტი, Agropost

კიტრი და მისი ბოტანიკური აღწერილობა – კიტრი და მისი სახეობები ერთწლიანი მხვიარა ან მხოხავი მცენარეებია. კიტრის სამშობლო ინდოეთის ტროპიკული რაიონებია.

საქართველოში კიტრი მოჰყავთ უხსოვარი დროიდან.

კიტრს აქვს მსხვილი თესლი.  ჯიშზე დამოკიდებულებით ერთ გრამში 30-40 ცალი თესლია, ხოლო ერთ ნაყოფში 200-600 ცალი (7-20 გრ). თესლი თეთრია, რომელსაც მოყვითალო ელფერი დაკრავს. კიტრის ღივები ნორმალური ტემპერატურის პირობებში 4-5 დღეში ამოდიან. ლებნის ფოთოლაკები ელიფსური ფორმის. ფოთლები ყუნწიანი დაკუთხულ-გულისმაგვარი და გულისმაგვარ-დაკუთხული. ფირფიტის სიგრძე მერყეობს 8-დან 19 სმ-მდე. მათი შეფერილობა ცვალებადობს ღია მწვანიდან მუქ მწვანემდე. ღერო გრძელი, დატოტვილი. არჩევენ ძირითად ანუ მთავარ ღეროს, რომელთაც მათზე მოთავსებული ფოთლების უბეებიდან გამოაქვთ მეორე რიგის ღეროები. მთავარი ღეროს სიგრძე დამოკიდებულია ჯიშზე და მერყეობს 50-სმ დამ  200-350 სმ-მდე.  ღეროს სიგრძეს განსაზღვრავს აგრეთვე მოყვანის პირობები. მოყვანის პირობები რაც უფრო უკეთესია, მით უფრო გრძელია კიტრის ღეროები.

ფოთლების იღლიებიდან, მესამედან დაწყებული ღეროზე გამოდის ულვაშები 6-40 სმ სიგრძის, რომლის საშუალებითაც მცენარეები ებღაუჭებიან მაგარ საგნებს ან საყრდენს და იმაგრებენ თავს ქარისაგან.

ფესვთა სისტემა შედგება მთავარღერძა ფესვისაგან, რომელიც ნიადაგში ღრმად არ მიდის და მრავლობითი გვერდითი ფესვებისაგან, რომლებიც გავრცელებულია ნიადაგის ზედა ფენაში 15-20 სმ სიღრმეზე. ზრდის ნორმალურ პირობებში მცენარე სწრაფად ინვითარებს დამატებით ფესვებს, მთავარ პირველი და მეორე  რიგის ღეროების ფოთლების იღლიებიდან.

კიტრი ერთბინიანი, ცალსქესიანი მცენარეა. პირველსა და მომდევნო რიგის ღეროებზე  მდედრობითი ყვავილები მეტია ხოლმე, ვიდრე მთავარ ღეროზე. იმისთვის, რომ გამოწვეული იქნას პირველი და მომდევნო რიგის ღეროების გამოტანა, რომელზედაც მეტია მდედრობითი ყვავილები, ხშირად აწარმოებენ მთავარი ღეროს წაჩქმეტას.

მამრობითი ყვავილები შეკრებილია ყვავილედფარში, რომელიც მოთავსებულია ფოთლის იღლიებში. ყვავილის ყუნწი მოკლეა, თხელი, შებუსვილი. გვირგვინი ხუთფურცლიანი, ბორბლისმაგვარი, ყვითელი ფერის.

მდედრობითი ყვავილები ხშირად განწყობილია  მარტოულად. გვირგვინი ისეთივეა, როგორც მამრობითის, მაგრამ რამდენადმე მსხვილი და უფრო მუქ ყვითლად შეფერილი.

კიტრი ჯვარდინმტვერია მცენარეა, მაგრამ ზოგიერთი ჯიში დაუმტვერიანებლად-პართენოკარპიულ ნაყოფს იძლევა. 

ნაყოფის სიდიდე ჯიშზე დამოკიდებულებით 5 სმ-დან 70 სმ-მდეა. ნაყოფის შეფერვა შესაძლებელია იყოს თეთრიდან მუქ მწვანემდე. ნაყოფის ზედაპირი გლუვია, წვრილხორკლიანი, მსხვილხორკლიანი, ან წახნაგოვანი. ნაყოფი ფორმის მიხედვით შეძლება იყოს: სფეროსმაგვარი, ჩალისმაგვარი, კვერცხისმაგვარი, ცილინდრული, თითისმაგვარი, და სხვ. ნაყოფი რბილობის მიხედვით არის მკვრივი, ფაშარი, ხრაშუნა.

ქიმიური შემადგენლობა. კიტრის ნაყოფი შეიცავს 95,3%-მდე წყალს, 4,7% მშრალ ნივთიერებას, 1,1% აზოტოვან ნივთიერებას, 1,1% ნახშირწყლებს (შაქარი და სახამებელი), 0,1% ცხიმებს, 0,8% უჯრედისს და 0,4% ნაცარს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. კიტრი სითბოს მოყვარული მცენარეა. ყინვას ვერ იტანს. მისი ზრდა-განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 18-32°С – მდეა. მისი თესლი გაზაფხულზე თესვის პირობებში გაღივებას იწყებს 13°С – 14°С  – ზე, უფრო დაბალ ტემპერატურაზე თესლი არ ღივდება და ლპება. ოპტიმალური ტემპერატურა თესლის გაღივებისათვის 25-30°С – ია.

კიტრი ნაყოფიან ბოსტნეულ მცენარეთა შორის განათების ნაკლებ მომთხოვნი მცენარეა. პირიქით, პირდაპირი მზის სხივები უარყოფითად მოქმედებს მასზე. ამიტომ ცხელ, უხვმზიან რაიონებში უმჯობესია მისი დამაჩრდილებელ მცენარეებთან ერთად კულისურად თესვა. ამ შემთხვევაში სიმწარეც ნაკლებად ექნება.

კიტრი ტენისადმი მომთხოვნია. საჭიროებს, როგორც ნიადაგის (70-80 %) ასევე ჰაერის (80-90 %) დიდ შეფარდებით ტენიანობას.

დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის ნაყოფიერებისადმი. მაღალი მოსავლის მიღება მხოლოდ კარგ სტრუქტურიან, ნოყიერ ნიადაგზე შეიძლება. კიტრის მცენარეები ადაპტირებულია ნიადაგის ისეთი ტიპების ფართო სპექტრის მიმართ, რომლებსაც კარგი დრენაჟი და წყლის შეკავების შესაძლებლობა აქვთ.

კიტრის ძირითადი სახეობები. ყვავილობის ფორმის მიხედვით არსებობს კიტრის შემდეგი სახეობები:

  • კიტრის ერთბინიანი, ორსქესიანი სახეობები, რომლებიც აწარმოებენ როგორც მდედრობით, ასევე მამრობით ყვავილებს ერთსა და იმავე მცენარეზე;
  • სახეობები, რომლებიც აწარმოებენ მხოლოდ მდედრობით ყვავილებს;
  • PF ჰიბრიდები, რომლებიც აწარმოებენ ძირითადად მდედრობით ყვავილებს და მამრობითი ყვავილების მცირე რაოდენობას.

ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით კიტრის ჯიშები და ჰიბრიდები შესაძლებელია დაიყოს: ულტრასაადრეო, საადრეო, საშუალოდ საადრეო და საგვიანო ჯიშებად. ულტრა-საადრეო ჯიშების სავეგეტაციო დღეების ხანგრძლივობაა: 40 დღე, საადრეოსი – 45 დღე, საშუალოდ საადრეო კიტრის ჯიშების და ჰიბრიდების ვეგეტაციის ხანგრძლივობა გრძელდება 45-50 დღე, ხოლო საგვიანოების – 50 დღეზე მეტი.

Summary
კიტრი და მისი ბოტანიკური აღწერილობა, აგროპოსტი, Agropost
Article Name
კიტრი და მისი ბოტანიკური აღწერილობა, აგროპოსტი, Agropost
Description
კიტრი და მისი ბოტანიკური აღწერილობა, კიტრი და მისი სახეობები ერთწლიანი მხვიარა ან მხოხავი მცენარეებია. კიტრის სამშობლო ინდოეთის ტროპიკული რაიონებია. საქართველოში კიტრი მოჰყავთ უხსოვარი დროიდან. კიტრს აქვს მსხვილი თესლი.
Author
Publisher Name
Agropost.ge
Publisher Logo

Check Also

თხილის ბაღი მოვლის წესები, აგროპოსტი, Agropost

თხილის ბაღის მოვლის წესები

თხილის ბაღში ნიადაგის დამუშავება. თხილის სრულმსხმოიარე ბაღებში ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა-ადრე გაზაფხულზე. ძირითადი სამუშაოებია: მსუბუქი …